logo_geo
eng_logo
სამხედრო მოსამსახურეები სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს კოტეჯების მარჯვენა მხარეს აგრძელებენ
- +

11 აგვისტო. 2023. 18:59

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამაშველო- სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული. მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს. დღეს სამხედროები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამუშაოებს აგრძელებენ კოტეჯების მარჯვენა მხარეს. ადგილზე მიზიდულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. თავდაცვის ძალების სამხედროები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში პირველივე დღეებიდან მონაწილეობენ. პროცესში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner