“შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„შინდისი, 2008 წლის 11 აგვისტო - ამ თარიღის უკან დგას თავგანწირული ბრძოლის ისტორია, რუს ოკუპანტთან მებრძოლი 17 ქართველი გმირის საოცარი ამბავი და მაგალითი მომავალი თაობებისთვის, თუ რაოდენ ძვირფასია სამშობლო და თავისუფლება. შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!“, - წერს კახა კალაძე.
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.