„დღეის მდგომარეობით, მთლიანი დამეწყრილი ტერიტორიის 40% უკვე გადამოწმებულია“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, მთლიანი დამეწყრილი ტერიტორიის 40% უკვე გადამოწმებულია. რაც შეეხება ალტერნატიული გზის მოპირდაპირე მხარეს, დღეს ნანახი იყო საკმაოდ დაზიანებული ავტომობილის ძარა. ეს არის „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, იქაც აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები“, - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.