logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა
- +

6 სექტემბერი. 2016. 19:44



„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სამხარეო ადმინისტრაციასთან არსებული სათათბირო ორგანოს - საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა.


კანდიდატმა შეხვედრაზე საზოგადოებრივი საბჭოს როლზე, საჭიროებებსა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

 

„არ მოვდივართ იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, მოვდივართ იმისთვის, რომ თქვენი დაწყებული სასიკეთო საქმეები წარმატებით დავასრულოთ, რათა ოზურგეთი სწრაფად განვითარდეს. დრო, როდესაც თქვენი აზრი ხელისუფლებას არ აინტერესებდა, 2012 წელს დასრულდა. ახლა კი მოდის წლები, როდესაც ქვეყანას თქვენი მოსაზრებების გარდა, თქვენი აქტიური მონაწილეობაც სჭირდება",- ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ  საბჭოს წევრებს.


 შეხვედრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner