logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინამ ბრიტანეთთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
- +

11 აგვისტო. 2023. 22:28

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ ბრიტანეთთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მართლაც, ჩვენი ამერიკელი კოლეგების შემდეგ, დავიწყეთ [კონსულტაციები] ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან დიდი ბრიტანეთიდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორი საკვანძო დახმარების კუთხით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ანდრეი ერმაკის თქმით, მიზანს წლის ბოლომდე ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება წარმოადგენს იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner