სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული კრიზისი მთიან ყარაბაღში კვლავ უარესდება.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობამ 26 ივლისს გადაწყვიტა ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა მთიან ყარაბაღში, ხოლო 19 სატვირთო მანქანა, რომელსაც საკვები და მედიკამენტები გადაჰქონდა, სოფელ კორნიძორში, ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან, გაჩერებული რჩება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული კოლონის დაბლოკვა კიდევ უფრო ადასტურებს შიშს, რომ აზერბაიჯანს სურს მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენა.
„ვფიქრობ, ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შედეგად მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულმა კრიზისმა მიაღწია იმ დონეს, სადაც მეტი ძალისხმევაა საჭირო სიტუაციის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მიმართულებით“, - აღნიშნა მან.