logo_geo
eng_logo
გიორგი ფეიქრიშვილის დედის განცხადებას დავით ჭიჭინაძე ეხმაურება
- +

6 სექტემბერი. 2016. 19:57



გიორგი ფეიქრიშვილის დედის განცხადებას „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

 

„დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა ამ დღეებში დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო ფეიქრიშვილის ბრალდების შესახებ, თითქოს ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა მათთან სახლში და არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ დახმარება, ანუ მისი შვილის გათვისუფლება შესთვაზა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩემთვის გიორგი ფეიქრიშვილის დაკავებისა და მისი ოჯახის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც ამ დღეებში მედიის საშუალებით ვრცელდება. წარმოდგენა არ მაქვს არც მათი მისამართის, არც კავშირების და არც იმის შესახებ თუ როგორ შეიძება „დამეხმარონ არჩევნებში".

 

მესმის ოჯახის მძიმე მდგომარეობა და არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც შეიძლება მართლაც ცდილობდეს მათ შეცდომაში შეყვანას. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქალბატონმა ნინომ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და პირადად მე იმ პირის შესახებ, რომელიც თითქოსდა „ჩემი წარმომადგენელი" იყო.

 

პირადად ვარ დაინტერესებული გავარკვიო სიმართლე და გავიგო, ვინ ცდილობს ოჯახის შეცდომაში შეყვანას. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე ქალბატონ ნინოს და მასთან ერთად გავარკიო ეს გაუგებრობა. მესმის, რომ გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ვუსურვებ მათ სამართლიან გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს", - წერს ჭიჭინაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner