logo_geo
eng_logo
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთები 15 აგვისტოდან გაიყიდება
- +

12 აგვისტო. 2023. 13:05

 

 

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ბილეთები 15 აგვისტოდან მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 8 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგება.

 

ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს თამაშზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.

 

საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 3 მატჩი გამართა და 4 ქულით ნორვეგიასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner