logo_geo
eng_logo
მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი: ღრმა სინანულით შევიტყვე რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახების მიმართ
- +

12 აგვისტო. 2023. 14:01

 

 

მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს უსამძიმრებს.

 

„ღრმა სინანულით შევიტყვე რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. მონტენეგროს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნავს მონტენეგროს პრემიერი.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner