logo_geo
eng_logo
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულ მეგი და გიგი გუტაშვილებს დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ
- +

12 აგვისტო. 2023. 14:21

 

 

სტიქიის შედეგად დაღუპულ ორ მოქალაქეს დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

მეგი და გიგი გუტაშვილებს ონის მთავარანგელოზების სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ და სოფელ გლოლაში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვლილთა რამდენიმე ოჯახის წევრს მაშველები კი ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულთა ახლობლებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

 

შოვის ტრაგედიისას დაკარგული 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები კი ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა გუშინ სამი ცხედარი და ადამიანის სხეულის ფრაგმენტი იპოვეს, შესაბამისად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. მაშველთა მონიტორინგის პერიმეტრი გაიზარდა და ის უკვე ამბროლაურის ტერიტორიასაც მოიცავს.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner