logo_geo
eng_logo
შოვის სტიქიის ზონაში, მოხალისეებს შორის არის მაშველების მიერ გადარჩენილი ჩეხეთის მოქალაქე
- +

12 აგვისტო. 2023. 15:25

 

 

შოვის სტიქიის ზონაში, მოხალისეებს შორისაა ჩეხეთის მოქალაქე, რომელიც 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრიდან მაშველებმა უსაფრთხოდ გაიყვანეს.

 

სტიქიის ეპიცენტრში წითელი ჯვრის კარვებია გაშლილი, სადაც სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის მოხალისეები საკვებს ამზადებენ.

 

მოხალისეებს შორისაა ჩეხეთის მოქალაქე, რომელიც 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრიდან მოშორებით იმყოფებოდა და იგი მეორე დღეს მაშველებმა უსაფრთხოდ გაიყვანეს. შემდგომ, ჩეხეთის მოქალაქე სტიქიის ეპიცენტრში საკუთარი სურვილით დაბრუნდა, რათა იქ მყოფ ადამიანებს დაეხმაროს და მათ საკვები მოუმზადოს.

 

„საქართველოში დიდი ხნით ვაპირებდით დარჩენას. ბევრი ადგილის ნახვა გვინდოდა. რაღაც მოვასწარით, ბევრი რამ - ვერა აქ მომხდარი უბედურების გამო. გაგვიმართლა, რომ სტიქიის დროს ზემოთ, მთებში ვიყავით, ამ ადგილიდან მოშორებით. რომ ჩამოვედით, მეწყერი უკვე ჩამოწოლილი იყო. ჩვენ მაშველები, მეხანძრეები გვეხმარებოდნენ, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო.

 

ერთი ღამით ადგილზე დავრჩით, რაც პრობლემა არ ყოფილა, რადგან ჩვენს მანქანაში ღამის გათენება შეიძლება. დილით ვერტმფრენით გადაგვიყვანეს. მადლობა მინდა ვუთხრა ონში ერთ-ერთ ოჯახს, რომელმაც საკუთარ სახლში მიგვიღო. ახლა აქ ვარ. მოხალისედ ვმუშაობ და ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო“, - განაცხადა მოხალისე მიშელ ბარტაკიმ.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner