logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: ქეთი დუმბაძემ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მარტო მისი „ცოცხალი წიგნები“ რად ღირს! მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა
- +

12 აგვისტო. 2023. 15:37

 

 

„ქეთიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე აკეთა. მარტო მისი „ცოცხალი წიგნები“ რად ღირს! მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა“, - წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

 

„ქეთი დუმბაძეს ადრეული ახალგაზრდობიდან ვიცნობ, შეიძლება ითქვას ის ჩემი ყრმობის მეგობრია, მაგრამ ამჟამად ეს არ არის მთავარი! ღირსშესანიშნავია ის რომ იშვიათად შემხვედრია ქეთისთანა კეთილშობილი, საქმეზე შეყვარებული და გაწონასწორებული ადამიანი. ქეთი გააბრაზო და მით უფრო წყობიდან გამოიყვანო, წარმოუდგენელი მგონია...

 

ქეთიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში თანამედროვე ქართული მწერლობისათვის ბევრი კარგი საქმე აკეთა. მარტო მისი „ცოცხალი წიგნები“ რად ღირს! მინდა მივულოცო მწერალთა სახლის ხელმძღვანელობა, ვუსურვო წარმატება, ვიცი, რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევს თავს. ისიც ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ქეთი ერთი წამით არ შედრკება და აიცრუებს გულს, რადგან ქეთის მამა, დიდი ნოდარ დუმბაძე წერდა: „სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული". ჰო და, ამ გაჭირვებაში მტკიცედ სდექ, ჩემო ძვირფასო მეგობარო!“, - წერს გიორგი კალანდია.

 

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner