საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რუმინეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის წინ 3 ტესტ მატჩს ჩაატარებს და პირველი სპარინგი რუმინეთის წინააღმდეგ იქნება.
მატჩის წინ ტრადიციულად კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, სადაც ლევან მაისაშვილის გუნდმა ოპტიმალური შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველო დღევანდელ მეტოქეს სულ 27-ჯერ შეხვდა, 9-ჯერ დამარცხდა, ერთხელ ფრე ითამაშა და 17-ჯერ მოიგო. საქართველოსა და რუმინეთის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.