logo_geo
eng_logo
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს თბილისის საერთაშორისო თასზე პირველ მატჩს გამართავს
- +

12 აგვისტო. 2023. 15:43

 

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს თბილისის საერთაშორისო თასზე პირველ მატჩს გამართავს.

 

მისი მეტოქე იორდანია იქნება. ამ შეჯიბრების მონაწილე ოთხი გუნდი ნახევარფინალებში დაწყვილდა და გამარჯვებულები ფინალში 13 აგვისტოს ითამაშებენ. დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შეკრება 21 ივლისს დაიწყო, გუშინ კი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა.

 

საქართველოს და იორდანიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი ტურნირის პირველი მატჩი, მონტენეგრო-ირანი, 16:15 საათზე აიღებს სტარტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner