საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს თბილისის საერთაშორისო თასზე პირველ მატჩს გამართავს.
მისი მეტოქე იორდანია იქნება. ამ შეჯიბრების მონაწილე ოთხი გუნდი ნახევარფინალებში დაწყვილდა და გამარჯვებულები ფინალში 13 აგვისტოს ითამაშებენ. დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შეკრება 21 ივლისს დაიწყო, გუშინ კი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა.
საქართველოს და იორდანიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი ტურნირის პირველი მატჩი, მონტენეგრო-ირანი, 16:15 საათზე აიღებს სტარტს.