საფრანგეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ადგილობრივმა მერმა, ფრანკ დარსინმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია ადგილობრივი დროით 06:00 საათზე დაიწყო.
საზღვაო პრეფექტურამ დაადასტურა, რომ სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის მდებარე არხი, რომლის გადაკვეთასაც ნავი ცდილობდა, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ხაზი, სადაც ძლიერი დინებაა, რაც პატარა გემებით გადაკვეთისას სახიფათოა.
„ერთ-ერთი მოხალისე აცხადებს, რომ „ჩვენ გადავარჩინეთ 54 ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი“, – თქვა ენ თორელმა, მოხალისემ, რომელიც ერთ-ერთ სამაშველო ნავზე იმყოფებოდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე საზღვაო საქმეთა უმცროსი მინისტრი ჰერვე ბერვილი გაემგზავრება. დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მათ გაგზავნეს სამაშველო ნავი, სანაპირო დაცვის სამაშველო ჯგუფთან და სასწრაფო დახმარების პერსონალთან ერთად.