დღეს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 5-8 ადგილების მატჩში ისრაელს დაუპირისპირდა და 23-28 დამარცხდა.
საქართველო ჯგუფში ერთი მოგებითა და სამი წაგებით მეოთხე ადგილზე გავიდა და ტურნირზე მეხუთე/მერვე ადგილებისთვის ასპარეზობს. ხვალ, 13 აგვისტოს ჩვენი გუნდი მეშვიდე ადგილისთვის საბერძნეთს შეხვდება.