logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: Daily Mail-ის გამოკითხვის თანახმად, 63% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარღვია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი
- +

12 აგვისტო. 2023. 22:31

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით Daily Mail-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება, სადაც გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტობის დროს „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონი დაარღვია.

ქართველიშვილის თქმით, ამერიკელების უმრავლესობა ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს და ამით დაარღვია „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონი.

არა რუსულს! არა კანონს! არა! არა! არა!არა! რაღაცას მაგონებს: ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა, კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა, რამა, ჰარე, ჰარე...

„ამერიკელი ზრდასრული ადამიანების უმეტესობის თქმით, მათ სჯერათ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაარღვია და ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს“, - აღნიშნულის შესახებ ახალ გამოკითხვაშია ნათქვამი, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს. Daily Mail-ისგამოკითხვის თანახმად, 63% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარღვია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი“, - წერს ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner