logo_geo
eng_logo
რჩევები ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასგან...
- +

13 აგვისტო. 2023. 09:06

 

 

ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ, ცოტა განსხვავებული და უცნაური ფორმატის იქნება. ტრადიციული კითხვა-პასუხის მაგივრად, ის უფრო ინფორმაციული ხასიათის იქნება და ძირითადად რჩევებით იქნება გაჯერებული. „რეპორტიორის“ სტუმარია ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა.

 

 

- ქალბატონო ნატა, ზაფხულია - შვებულებების და არდადეგების, ზღვის და საცურაო კოსტიუმების სეზონი... ადამიანები ამ პერიოდში განსაკუთრებულად დაჩქარებით ცდილობენ ხოლმე ზამთარში დაგროვებული ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას. გასაგებია, რომ სწრაფად კლება არაა სწორი მეთოდი, მაგრამ იქნებ არსებობს რაიმე ჯანსაღი გამოსავალი, საცურაო კოსტიუმების მორგებამდე, შედარებით ჩქარა რომ დაიკლონ ადამიანებმა წონაში?

 

- ახლა მე თქვენს მკითხველს ვასწავლი ე.წ. „სა­სის წყლის“ კლა­სი­კუ­რ რე­ცეპ­ტს: ორ ლიტრ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის სას­მელ წყალს უნდა დავ­ა­მა­ტოთ ერთი ს.კ. გა­ხე­ხი­ლი, ფა­ფის კონ­სის­ტენ­ცი­ის ჯან­ჯა­ფი­ლი, თხლად დაჭ­რი­ლი სა­შუ­ა­ლო ზო­მის კიტ­რი და 10-12 ფო­თო­ლი პიტ­ნა, მსუ­ბუ­ქად დას­რე­სი­ლი. სას­მე­ლი უნდა მო­ამ­ზა­დოთ სა­ღა­მოს და შე­ი­ნა­ხოთ მა­ცი­ვარ­ში. არ­სე­ბობს ვა­რი­ა­ცია ლიმო­ნი­თაც: ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლ ინ­გრე­დი­ენტს ემა­ტე­ბა დაჭ­რი­ლი ლიმო­ნი. მომ­ზა­დე­ბა უმ­ჯო­ბე­სია სა­ღა­მოს, რად­გან დროა სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ­ნა­ყე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი იყოს. პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად გა­რე­ცხეთ პრო­დუქ­ტე­ბი: ლი­მო­ნი, კიტ­რი, ჯან­ჯა­ფი­ლი და პიტ­ნა (უმ­ჯო­ბე­სია, ყველაფერი თბილ, გამ­დი­ნა­რე წყალ­ში გა­ი­რე­ცხოს). მი­ღე­ბუ­ლი ნა­ყე­ნი უნდა მი­ი­ღოთ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. 

 

- მისი მიღების წესებიც რომ გაგვიმხილოთ...

 

- რაც მთავარია, ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი უნდა იყოს ახა­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი. კიტრსა და ლი­მონს კა­ნი­ა­ნად ვი­ყე­ნებთ. ნუ და­ტო­ვებთ სას­მელს მზი­ან ად­გი­ლას ან სითბოში, ნუ მი­ი­ღებთ ამ სას­მე­ლის დღე­ში ორ ლიტრზე მეტს - ეს დიდი დატვირ­თვა იქ­ნე­ბა თირკმე­ლე­ბის­თვის და კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის­თვის. ერთ ჯერ­ზე მხო­ლოდ 200 მლ და­ლი­ეთ. წყლის ბოლო ულუ­ფა 17.00 სა­ა­თამ­დე მიიღეთ, და­ლე­ვის წინ შე­გიძ­ლი­ათ გა­წუ­როთ სას­მე­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, რაციონიდან ამო­ი­ღოთ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი, ჩაი და ყავა (მათ ამ წყლით ჩაანაცვლებთ).

 

- ყველას შეუძლია მისი მიღება, თუ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც მისი მიღება მიზანშეწონილი არაა?

 

- ნუ მი­ი­ღებთ სა­სის წყალს“, თუ ალერ­გი­უ­ლი ხართ მის რო­მე­ლი­მე კომპონენტზე; გა­წუ­ხებთ გას­ტრი­ტი; ზო­გა­დად კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი ან თირკმე­ლე­ბი. „სა­სის წყა­ლი“ მი­ი­ღეთ შვიდი დღე, შემ­დეგ მი­ნი­მუმ 14 დღე. ან „Flaxseed & Matsoni Slimming Fusion“, თუ გაწუხებთ: ყაბზობა; ზედმეტი კილოგრამები; სისხლში მაღალი ქოლესტერინი; ცუდი მხედველობა; კანის პრობლემები; თმის ცვენა; თავის ტკივილი; სახსრების ტკივილი; ნაზავის მოსამზადებლად გამოიყენეთ ახალდაფქვილი სელის თესლი (უმჯობესია ყავის საფქვავში დაფქვათ ერთი დღის პორცია). ჩაიტარეთ 21-დღიანი კურსი. პირველი შვიდი დღე სელის ფქვილი მიიღეთ შემდეგი პროპორციით: 1 ჩაის კოვზი სელის ფქვილი შეურიეთ 100 მლ მაწონს (1% ან 3,2% ან 3, 5 % ცხიმის შემცველობით). მე-8 დღიდან მე-14 დღის ჩათვლით მიიღეთ შემდეგი პროპორციით: ორი ჩაის კოვზი სელის ფქვილი და 120 მლ მაწონი (1% ან 3,2% ან 3,5 % ცხიმის შემცველობით). მე-15 დღიდან 21-ე დღის ჩათვლით მიიღეთ შემდეგი პროპორციით: 3 ჩაის კოვზი სელის ფქვილი და 150 მლ მაწონი (1% ან 3,2% ან 3,5 % ცხიმის შემცველობით).

 

- მისი მიღების წესი როგორია?

 

- მისი მიღების წესის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: პირველი ვარიანტი - ნაზავი მიიღეთ საუზმეზე და მინიმუმ ორი, მაქსიმუმ სამი საათი არაფერი ჭამოთ. მეორე ვარიანტი - ნაზავი მიიღეთ ვახშამზე დაძინებამდე ორი საათით ადრე. ამ ნაზავთან ერთად სხვა პროდუქტები არ ჭამოთ.

 

- კურსის ხანგრძლივობა რამდენი დღეა და რისთვისაა ის კარგი?

 

- კურსი არის 21-დღიანი, შემდეგ 30 დღე უნდა დაისვენოთ. ის კარგია: კუჭის მოქმედებისთვის; იმუნიტეტისთვის; სისხლძარღვებისთვის; სისხლში ქოლესტერინის დარეგულირებისთვის; ნერვული სისტემისთვის; წონაში დასაკლებად; კანისთვის; მადის სამართავად (კარგად ანაყრებს).

 

- ვისთვის არაა მისი მიღება რეკომენდებული?

 

- ის არ უნდა მიიღოს, ვისაც აწუხებს: ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი; მწვავე გასტრიტი; კუჭის მაღალი მჟავიანობა; მწვავე პანკრეატიტი ან გამწვავებული ქრონიკული პანკრეატიტი; არაა მისი მიღება რეკომენდებული ორსულობის დროს; ლაქტაციის დროს; თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტზე; თუ გაქვთ ნაღვლის ბუშტში კენჭი ან კენჭები;

 

- ქალბატონო ნატა, ზოგადი რჩევები როგორია იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს და იკვებოს მეტად ჯანმრთელად?

 

- კარგი იქნება, თუ არ დაგავიწყდებათ წყლის მიღება (მინიმუმ 1,5 ლ დღეში), შეამცირებთ რაციონში შაქარს, მარილს, ტკბილ, გაზიან სასმელებს, ნაყინს, ცომს, ალკოჰოლს. ამას გარდა: დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა დაასრულეთ საკვების მიღება. ამოიღეთ თქვენი რაციონიდან: ძეხვეული, მაიონეზი, კეტჩუპი, ჩიფსები, ხელოვნური დანამატებით გაჯერებული პროდუქტები, ზედმეტად მარილიანი და შებოლილი პროდუქტები, კონსერვები, გაზიანი ტკბილი წყლები, ლუდი, ნაყინი, კრემიანი ნამცხვრები და ა.შ. პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს რაციონში სეზონური ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ბურღულეული, კვერცხი, ხორცი, თევზი. უხვი რაოდენობით არაფრის მიღებას არ გირჩევთ, ზომიერად უნდა მიირთვათ ყველა პროდუქტი და კერძი.

 

- ქალბატონო ნატა, როგორც თქვენს პაციენტებს უწერთ ხოლმე რჩევებს პუნქტების მიხედვით, იქნებ ჩვენს მკითხველსაც პუნქტებად ჩამოუთვალოთ, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ისინი, დღის განმავლობაში, თავს გრძნობდნენ მეტად ენერგიულად?

 

- 1. ამისთვის, კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ. 2. დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის. 3. დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ სეზონურ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან „სმუზის“ (ბლენდერში ათქვეფილი ხილი) სახით. ამასთანავე, უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე ორი-სამი საათით ადრე. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით. ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე. სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს. არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი. არასოდეს აირჩიოთ პროდუქტი მხოლოდ შეფუთვით მოხიბლულმა. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. სხვათა შორის, დღე-ღამის ძილის რიტმის დარღვევაც პირდაპირ აისახება წონის ცვლილებაზე. ღამის ძილის ნაკლებობა გასუქებას უწყობს ხელს. უძილობა პირდაპირ კავშირშია წონის მატებასთან. მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა: ფეხით სეირნობა, ცურვა, პილატესი და ა.შ. კვირაში სამი-ოთხჯერ. ისწავლეთ სტრესის მართვა. გახსოვდეთ, რაც გაღიზიანებთ, გაბრაზებთ და გაშინებთ, ზუსტად ის გმართავთ კიდეც! უნდა ისწავლოთ აგრესიული ენერგიის თქვენთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება. უნდა გაიწაფოთ იმაში, რომ აგრესია გამოიყენოთ „საწვავად“ თქვენი მიზნებისთვის.

 

- ქალბატონო ნატა, ვიცით, რომ წყლის მიღება აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს თითოეულმა ინდივიდმა? ყველას ხომ სხვადასხვა სიმაღლე, წონა და აღნაგობა გვაქვს...

 

- თუ ჯანმრთელია ადამიანი, წყლის რაოდენობა გამოითვლება შესაბამისობით - 30 მილილიტრი - 1კგ მასაზე. ამ ფორმულით თავად გამოთვლით თქვენთვის საჭირო წყლის მიღების დღიურ ნორმას.  გაითვალისწინეთ, რომ ნორმაზე მეტი წყლის მიღება არ არის რეკომენდებული.

 

- რაც შეეხება სხეულის მასის ინდექსს, როგორ უნდა გამოვითვალოთ, გვაქვს თუ არა ნორმალური წონა?

 

- იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა ნორმალური წონა, გამოიყენეთ სხეულის მასის ინდექსი (სმი). ეს არის ფორმულა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოთვალოთ  სხეულის მასა. სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად, ჩაწერეთ თქვენი წონა (კგ) და სიმაღლე (მ).  მაგალითად წონა= 70 კგ, სიმაღლე = 175 სმ, ანუ 1.75 მ. ამ შემთხვევაში ჩაწერთ 70 კგ და 1.75 მ. კალკულატორს იპოვით ინტერნეტში სამედიცინო საიტებზე.

 

- და ბოლოს, იქნებ გაგვიზიაროთ ცნობილი ჩიას პუდინგის რეცეპტი, რომელიც გემრიელიცაა და სასარგებლოც?

 

- ჩიას პუდინგის რეცეპტი ასეთია: 200 გრ ნუშის რძეს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი, ჩაის კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი, ან 4 ცალი უკურკო ფინიკი, ცოტა ვანილი. კარგად ათქვიფეთ ბლენდერში, შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით. მზა პუდინგი მორთეთ 100 გრ სეზონური ხილით. ნუშის რძე შეიძლება შეცვალოთ ქოქოსის ან თხილის რძით, ან ნებისმიერი ახლად გამოწურული წვენით. ასევე გიზიარებთ ვეგანური დესერტის რეცეპტს, რომელიც არის: უგლუტენო; უშაქრო; ულაქტოზო; არ სჭირდება გამოცხობა. ინგრედიენტები: ცომისთვის: 30 გრ ნუში ან შვრიის ფანტელები; 30 გრ ქოქოსის ფანტელები; 50 გრ ფინიკი (უკურკო); გახეხილი ლაიმის ცედრა. კრემისებური მუსისთვის: 1 მწიფე ავოკადო (დაახლოებით 130 გრ); 1 ლაიმი; 40 გრ ნეკერჩხლის ან ტოპინამბურის (მიწავაშლა) სიროფი; ქოქოსის ზეთი 3 სუფრის კოვზი; პიტნა გემოვნებით; ვარდისფერი მარილი ¼ ჩაის კოვზი. ავოკადო, ლაიმის ცედრა, ლაიმის წვენი, ნეკერჩხლის ან ტოპინამბურის (მიწავაშლა) სიროფი, ქოქოსის ზეთი, პიტნა და მარილი დააბლენდერეთ. მოათავსეთ ფორმებში და შემდეგ საყინულეში 1 საათი. ჯამში მოათავსეთ დაკეპილი ნუში ან შვრიის ფანტელები, ქოქოსის ფანტელები, ფინიკი (წინასწარ დაალბეთ ცივ წყალში და გააცალეთ კანი), ლაიმის ცედრა. დაამუშავეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაყინულ მუსზე მოათავსეთ მომზადებული მასა და შეინახეთ საყინულეში 20-30 წუთი.

 

- ქალბატონო ნატა, „რეპორტიორის“ მკითხველის სახელით, მადლობას  გიხდით ასეთი სასარგებლო რჩევებისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner