logo_geo
eng_logo
ქალაქ კასპში გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება
- +

13 აგვისტო. 2023. 13:05

 

 

გორგასლის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის  მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

1003 გრძივი მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც  758 737 ლარს შეადგენს.

 

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

ვახტანგ მაისურაძის თქმით,  გორგასალის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა და პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა  გადაადგილებას მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner