logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი - სხვაგან. არ შეიძლება ასეთი რაღაცები. რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს, იგივე გააკეთეს ჩემზე. ეს არის უკაცრავად და სიბინძურე, პოლიტიკა აღარ არის
- +

13 აგვისტო. 2023. 17:52

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველამ იცოდა ის მიზეზი, რის გამოც ტრაგედიის დღიდან ის შოვში არ იმყოფებოდა, თუმცა ავრცელებდნენ ინფორმაციებს, თითქოს დასასვენებლად იყო წასული.

 

„გუშინ ჩამოვფრინდი, მაგრამ მგონი, ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი. სამწუხაროდ, თითოეული ნაბიჯი, სადაც მივდივარ, ყველაფერი იციან და რატომღაც სად ვიყავი, ეს ვერ გაიგეს. თურქეთში ვიყავი, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის, ძალიან მძიმედ არის. ყველამ ყველაფერი იცოდა, სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. არ შეიძლება ასეთი რაღაცები. იგივე, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს. ეს არის უკაცრავად და სიბინძურე. ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე გააკეთეს ჩემზე, ვითომ ვისვენებ მე და არ ჩამოვედი. ისე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner