გერმანული კონცერნი „რაინმეტალი“ 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაზვერვისთვის ახალი თაობის უპილოტო საფრენი აპარატის, „ლუნა ენ ჯი“ სისტემას გადასცემს.
ინფორმაციას გერმანული BIild-ის ყოველკვირეული გამოცემა აქვეყნებს და იუწყება, რომ დრონი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ როგორც სადაზვერვო სისტემა, არამედ შეუძლია უზრუნველყოს LTE-ს ქსელი და კავშირის ჩახშობა. დრონის ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტია, მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი კი 100 კილომეტრს აჭარბებს.