logo_geo
eng_logo
ონის კულტურის სახლში გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
- +

13 აგვისტო. 2023. 20:18

 

 

ონის კულტურის სახლში ამ წუთებში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი, გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

 

იგი ფოლკლორისტი, ანსამბლ „ბუბას“ წევრი იყო. სამოქალაქო პანაშვიდზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ პატივი მიაგეს დაღუპულის ხსოვნას.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner