„ქრონიკა“ მწერალთა სახლის ახალ დირექტორს, ქეთი დუმბაძეს გაესაუბრა. მან მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის ნატა ლომოურს, რომელსაც ამ თანამდებობაზე შეცლის და აღნიშნა, რომ მწერალთა სახლში უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
„რა თქმა უნდა, მადლობა შემოქმედებით ჯგუფს და ნატაშა ლომოურსაც ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა 12 წლის განმავლობაში. მაგრამ იქ არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება. პირიქით, ყველა ის პროექტი უფრო გაღრმავდება, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და მეტი არაფერი, არავითარი პოლიტიკა“, - აცხადებს დუმბაძე.
ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში, ანუ 3 ვადით იკავებდა.