logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

11 მარტი. 2016. 10:10


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ტოფიკ ს. თბილისში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 50,2533 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ასევე, მეტამფეტამინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტოფიკ ს.-მ ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.


ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner