logo_geo
eng_logo
„მცირე ჩამონათვალი რესპუბლიკელების იმ „სიკეთეებისა“, რომლებსაც 8 ოქტომბრის შემდეგ, დავიწყების ნიავი გაჰფანტავს...“
- +

6 სექტემბერი. 2016. 21:35



„რადგანაც ყველა რესპუბლიკელებს მიადექით, გადავწყვიტე მათ დასაცავად ერთი-ორი სიტყვა ვთქვა"- ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საზოგადოებას რესპუბლიკური პარტიის იმ მხარეებზე ესაუბრება, რომელიც მისი აზრით, ყველაზე მეტად აქვს პარტიას გამოკვეთილი.



„რესპუბლიკური პარტია არის გაერთიანება, რომელიც ნამდვილად ფიქრობს საზოგადოების პოლიტიკურ განათლებაზე და ამის გამო გვაჩვენებს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა.

 

1. ისინი მზად არიან ჰქონდეთ ზუსტად იგივე მსოფლმხედველობა, როგორიც აქვთ ნაცებს.

 

2. მზად არიან მახინჯი ფორმებით წარმოგვიდგინონ ლიბერალიზმი, დემოკრატია, სახელმწიფოებრი აზროვნება.

 

3. გვაჩვენონ თუ რამდენად ძვირფასია მინისტრის პორტფელი. 4. გვაჩვენონ უმადურობა.

5. იქონიონ გასაოცარი სიჯიუტე და მიუხედავად ნულოვანი რეიტინგისა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

 

6. თავიანთი განცხადებებით მოუშალონ ნერვები საზოგადოებას და ამით მუდმივად მობილიზებული ამყოფონ.

 

ეს მცირე ჩამონათვალია რესპუბლიკელების იმ სიკეთეებისა, რომლებსაც 8 ოქტომბრის შემდეგ, დავიწყების ნიავი გაჰფანტავს"- წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner