ქეთი დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლის დირექტორობას არ დათანხმდებოდა თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ნატა ლომოურის ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი დრო დასრულებულია. ამ თემაზე დუმბაძე „ქრონიკას“ ესაუბრა.
„ოქტომბერში დაერქვა [ლომოურს მწერალთა სახლის დირექტორი], თორემ დანიშვნა მოხდა აგვისტოში. ეს ყველამ იცის და პირველ რიგში ნატაშამ იცის. ჩვენ მეგობრები ვართ. ასე არ არის, მტრებად რომ გაგვიყვანეს. 3 მინისტრი გამოვიცვალე კულტურის სამინისტროში და სამივე მთავაზობდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ მე ასე არ გავაკეთე არავითარ შემთხვევაში. იმისთვის, რომ მე იქ წავსულიყავი ნატაშა გაეშვათ, ასეთი რამ გამორიცხული იყო“, - ამბობს დუმბაძე.
მისი თქმით, ის შეხვდება და ითანამშრომლეს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება და დასძენს, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ გაურჩევია.
ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში, ანუ 3 ვადით იკავებდა.