logo_geo
eng_logo
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ითამაშებს
- +

13 აგვისტო. 2023. 22:08

 

 

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მასპინძელი რუმინეთი 70:68 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალთან ერთად, A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

 

ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიის, ავსტრიისა და ისლანდიის ნაკრებები დაამარცხეს, 1/4 ფინალში კი ესტონეთს სძლიეს. საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ შეხვედრაში ხორვატიასთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გადაერთო, სადაც რუმინეთს სძლია და მომავალ გათამაშებაში A დივიზიონის ელიტარულ ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

 

დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული მათე ხატიაშვილი იყო, რომელმაც 22 წუთში 23 ქულა ჩააგდო. 18 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა ავთანდილ ბახტაძეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner