აშშ-ში, ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კუნძულზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. შტატის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მაუის დასავლეთით ტყის ხანძრის 80%-ს უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.