ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ახლა ვუცქირე შსს მინისტრის ბრიფინგს.
ღამით სამძებრო ფრენები შვეულმფრენებმა ღამის ხედვის საშუალებების არქონის გამო შეწყვიტეს? ხომ ითქვა, რატომაც შეწყვიტა?
ისიც ხომ ითქვა, რომ უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა ჩამოწოლილ მასაში დაღუპულების ძებნა ღამით შვეულმფრენიდან გინდ ღამის ხედვით, გინდ მის გარეშე, როგორ წარმოგიდგენიათ? სითბური დრონებით რომ ეძებდნენ, ესეც ხომ ითქვა? დაღუპულთა ახლობლებზე ფიქრობთ?
როგორ შეიძლება ხელახლა იგივე კითხვის დასმა, თითქოს ამ ტრაგედიის შემდეგ დააჩქარეს ახალი შვეულმფრენების შეძენა? მეც დავწერე (კითხულობთ), განცხადებებიც გაკეთდა და შარშან უამრავი სტატია დაიწერა, რომ შარშან იქნა სამი ფრანგული შვეულმფრენი შეძენილი, რომელთაგან პირველი უნდა შემოვიდეს ამ წლის ბოლოს. გაუგებარია.
და ბოლოს. თქვენს ტოკ-შოუებშინ ყველაფერჩიკები" რომ მოგყავთ, ალაპარაკეთ მფრინავები, გინდათ სამხედრო, გინდათ სამოქალაქო, ოღონდ შესაბამისი საფრენოსნო გამოცდილებით, თორემ ყველა პროფესიაშია ინტერნეტით "განათლებულები".
ხელისუფლებას უნდა დაუსვათ მწვავე კითხვები, რა თქმა უნდა, ოღონდ კვალიფიციური, რისთვისაც კონსულტაციები უნდა გაიაროთ შესაბამის სპეციალისტებთან, და ამავე დროს მოერიდოთ დაღუპულთა და დაკარგულთა ახლობლებს” - წერს ამირან სალუქვაძე.