logo_geo
eng_logo
მიქაუტაძემ ლიგა 1-ის სეზონი საგოლე გადაცემით გახსნა - „მეცი“ გასვლაზე „რენთან“ დამარცხდა
- +

14 აგვისტო. 2023. 00:46

 

 

გიორგი მიქაუტაძემ გასვლაზე „რენთან“ „მეცის“ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშის სტატუსით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში და პირველი ასისტით გამოიჩინა თავი, შეხვედრა კი ქართველის გუნდმა 1:5 წააგო .

 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლიგა 1-ში დაწინაურებული „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. შეხვედრა უფრო გამოცდილი „რენის“ უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში სტუმრები გადარჩნენ. ქართველ თავდამსხმელს კი თანაგუნდელები ბურთით ვერ ამარაგებდნენ.

 

„რენმა“ თავისი უპირატესობით ისარგებლა და მე-20 წუთზე არნო კალიმუენდომ ანგარიში გახსნა. თუმცა, ზუსტად ერთ წუთში გიორგი მიქაუტაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში იუსუფ მაზიზი მოძებნა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ქართველმა თავდამსხმელმა კი სეზონში პირველი ასისტი ჩაიწერა.

 

ამის შემდეგ „მეცი“ უფრო თამამად ათამაშდა. 27-ე წუთზე მიქაუტაძემ პატარა შოუ დადგა. საჯარიმოში ცრუ მოძრაობებით მცველს გასცდა და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, მაგრამ „რენის“ მეკარემ კარგად ითამაშა და მასპინძლები გადაარჩინა.

 

მეორე ტაიმის „რენმა“ კვლავ აქტიურად დაიწყო და 52-ე წუთზე გუნდი ამინ გუირიმ ისევ დააწინაურა. გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ სცადა თამაშის შემოტრიალება და ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ მასპინძელთა კართან მომენტი შექმნა, მაგრამ „რენის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

 

თუმცა, 67-ე წუთზე ჯერემი დოკუმ სტუმრებს მესამეც გაუტანა, 89-ე და 90+4-ე წუთებზე კი იბრაჰიმ სალაჰიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „მეცმა“ პირველი ტურის დაპირისპირება 5:1 წააგო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner