logo_geo
eng_logo
„უკრაინისკენ მიმავალი სატვირთო გემისთვის სროლა მეკობრული ქმედებაა, რასაც პასუხი გაეცემა“ - პოდოლიაკი
- +

14 აგვისტო. 2023. 01:18

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდმა იძულებით გააჩერა სატვირთო გემი, რომელსაც იზმაილის პორტისკენ მშრალი ტვირთი მიჰქონდა.

 

რუსეთმა შავ ზღვაში იძულებით გააჩერა სატვირთო გემი, რომელიც იზმაილის პორტში მიემართებოდა

 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, უკრაინას პასუხს გასცემს საერთაშორისო სამოქალაქო გემის მიმართულებით გასროლის ფაქტს.

 

„უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალი საერთაშორისო სამოქალაქო სატვირთო გემის, „სუკრა ოკანის“ მისამართით დღევანდელი გამიზნული გასროლა და მისი იძულებითი შემოწმება რუსეთის მიერ, წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უპირობო დარღვევას, მეკობრულ ქმედებას და დანაშაულს მესამე ქვეყნის სამოქალაქო გემების წინააღმდეგ სხვის ტერიტორიულ წყლებში.

 

„კაპერის კანონის“ შემოღების ეს მცდელობის პრეცედენტი საჭიროებს მკაფიო სამართლებრივ ფიქსაციას, ყველა მონაწილე პირის დადგენას და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამ ფაქტის დანაშაულად აღიარებას. უკრაინა ყვალ აუცილებელ დასკვნას გამოიტანს და ოპტიმალურ პასუხს შეარჩევს [ამ ქმედებაზე საპასუხოდ]“, - წერს პოდოლიაკი.

 

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იძულებით (ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით) გააჩერეს პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც მშრალი ტვირთი გადაჰქონდა უკრაინაში, იზმაილის პორტისკენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, გემის შესამოწმებლად რუსი სამხედროების ჯგუფი გადაიყვანეს Ka-29-ს ტიპის ვერტმფრენით, რის შემდეგაც, სატვირთო გემმა იზმაილის პორტისკენ გააგრძელა სვლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner