logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ეს არის მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
- +

14 აგვისტო. 2023. 12:16

 

 

„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ურთულეს ვითარებაში თავიდან ავირიდოთ ომი ჩვენს ქვეყანაში, რასაც წარმატებით ვახერხებდით გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე განვითარდება ეს პროცესები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ეს არის მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მე მაქვს დიდი იმედი, რომ ამ მიმართულებით პროცესები განვითარდება დადებითად. ეს არის ჩვენ ერთ-ერთი ეროვნული ოცნება და მე იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება საბოლოოდ აღდგენა“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

 

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner