logo_geo
eng_logo
„სათვალე გაიკეთა, „კოსტუმი“ ჩაიცვა და სააკაშვილის სუნიან გალიფეს ამოეფარა“- ხათუნა ხოფერია ნიკა რურუას შესახებ...
- +

6 სექტემბერი. 2016. 22:00



ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას შესახებ წერს:



„ახლა რურუაზე...

 

90-იანი წლების თბილისში, ჩაბნელებულ, მშიერ და გაყინულ ქალაქში, ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანეთზე. ვინ იყო წესიერი კაცი! ვინ უნამუსო და ფლიდი, ვინ მკვლელი და ყაჩაღი, ვინ გმირი და ერისკაცი! ჰო და, ეს რურუა იმ უბრალო ნაძირალათაგანი იყო, ვინც იარაღის ლულას ამოფარებული (მსუბუქად გეტყვი) ფულს შოულობდა. ისე, შიშისგან იფსავდა კიდეც, მაგრამ იარაღით "კაცი" იყო. მერე, როცა დაწყნარდა თბილისი, ნიკასნაირი ტურები გაქრნენ... ნიკაც გაქრა...  ორიათასიანებში გამოჩნდა ისევ... სათვალე გაიკეთა, „კოსტუმი" ჩაიცვა და სააკაშვილის სუნიან გალიფეს ამოეფარა.

 

ახალ რეალობაში (უიარაღო, დაწყნარებულ და დიქტატის ქვეშ მყოფ თბილისში) ფულის შოვნის ახალი მეთოდები იყო საჭირო და თბილისის ქუჩებში ნაშნირავებმა რურუამაც ეროვნული მუზეუმის გაქურდვის და ისტორიული ექსპონატების გაყიდვის სერიოზული პროექტი მიიტანა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან!

 

ასე გახდა ჩემი დროის თბილისის სამარცხვინო ბიჭი საქართველოს კულტურის მინისტრი!

დანარჩენი შემდეგ!.."- იხსენებს ხათუნა ხოფერია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner