logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური მამისონის სასაზღვრო სექტორში იმყოფებოდა
- +

14 აგვისტო. 2023. 16:27

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მინისტრი სტიქიის ზონიდან მამისონის სასაზღვრო სექტორზე გაემგზავრა.

 

ვახტანგ გომელაური რაჭაში, სასაზღვრო სექტორში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.

 

მინისტრი სექტორში მომუშავე მესაზღვრეებს შეხვდა, გაესაუბრა და მათგან მოისმინა სასაზღვრო სექტორში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.

 

სტიქიის ღამეს, მამისონის სექტორში მომუშავე მესაზღვრეებმა 8 ადამიანის სასაზღვრო სექტორში უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყვეს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ მთელი ღამის განმავლობაში.

 

მამისონის სასაზღვრო სექტორში მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner