ექსპერტი ირაკლი ლატარია, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გავრცელებულ ინტერპრეტაციებს სოციალურ ქსელში აფასებს.
ლატარიას თქმით, ირაკლი კობახიძე 10 დღის მანძილზე იმყოფებოდა რაჭაში, ტრაგედიის ადგილზე, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები მის განცხადებებს საზღვარგარეთის კურორტებიდან აკრიტიკებენ.
„ვინც ირაკლი კობახიძეზე მეტი გააკეთეთ დამანგრეველი სტიქიის შემდეგ რაჭის და რაჭველების დასახმარებლად, ჯერ თქვენ ისროლეთ ქვა.... გამოეთესლა მთელი ოპოზიცია და ლანძღვა დაიწყო, არც იციან, რა თქვა და როგორ... 10 დღეა რაჭიდან არ წამოსულა. ეს ბოზი ოპოზიცია ზოგი თურქეთიდან პოსტავს, ზოგი ესპანეთიდან, ზოგი კვიპროსზეა დასასვენებლად. ცალ-ცალკე და ერთად...“ - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.