მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ კალაძის მისამართით გამოთქმული ესა თუ ის ბრალდება, ფსიქოლოგიური ტერორია.
"ის, რაც უკანასკნელ დღეებში კახის წინააღმდეგ ააგორეს - ეს უკვე შავიც პიარიც აღარ არის. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და გამოცდა გამძლეობაზე. ეს არის ყველა დროის ზნედაცემულთა ხელწერა - დაბრალო კაცს ის, რისი მსხვერპლიც მისი ოჯახი გახდა წლების წინ და რაც მოუშუშებელ იარად დააჩნდა.
ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. რაზეა გათვლილი? როგორც კარალეთში ქვების სროლით, ახლა უკვე ტალახით ცდილობენ მდგომარეობიდან მის გამოყვანას. ეტყობა, რეიტინგის შესაბამისად შეარჩიეს სამიზნეც და მეთოდებიც. არაუშავს. კალა გაუძლებს ამას, ისე, როგორც ბევრი რამისთვის გაუძლია, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზონდერებს რა გეშველებათ, ზომბებად რომ დარჩებით მთელი ცხოვრება?!",- წერს ლაშა ნაცვლიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.