logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტები არ მონაწილეობდნენ!
- +

6 სექტემბერი. 2016. 22:03



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამეგრელოში მომხდარ მცირე ინციდენტში, პარტიის აქტივისტები ჩართულები არ ყოფილან.


"ჩვენ გადავამოწმეთ იმთავითვე ინფორმაცია ჯიხაშკართან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ინციდენტში ჩვენი აქტივისტები ჩართულები არ ყოფილან",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომრის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. იმ დროს, როდესაც სანდრა რულოვსი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა, რამდენიმე პირი შეხვედრაზე შეძახილებით შეიჭრა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეფასებით, ინციდენტი "ქართული ოცნების" მიერ იყო ორგანიზებული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner