5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დილით მიწის მასის 25-26% იყო დარჩენილი გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა და ხვალ დილით ზუსტი ციფრი გვეცოდინება“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 25-ს შეადგენს.