სამწუხაროდ, ჩვენ მაშველებს სტიქიასთან ერთად დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მეტეოროლოგიური პირობების გამო სტიქიის ზონაში ქუთაისიდან ფრენა ვერ შესრულდა. თბილისიდან კი უმოკლეს ვადაში ჩაფრინდა ვერტმფრენი.
„ერთი მხრივ მადლობას უხდიდე მაშველებს და მეორე მხრივ საყვედურობდე, რომ თითქოს, დაგვიანებით ჩაფრინდა ვერტმფრენი და დაგვიანებით მივიდნენ მაშველები, ეს ერთმანეთთან არ თავსდება. თუკი მადლობას ვუხდით, იმიტომაც ვუხდით მადლობას, რომ იმ სტანდარტებსა და შესაძლებლობებში, რაც აქვს სამაშველო სამსახურს, მათ შორის ყველაზე რთული რელიეფის გათვალისწინებით, აბსოლუტურად სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის სამი ვერტმფრენი, ორი თბილისიდან და ერთი ქუთაისიდან. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისიდან ფრენა ვერ შესრულდა. თბილისიდან კი უმოკლეს ვადაში ჩამოფრინდა ვერტმფრენი. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამი საათი ჰქონდა ვერტმფრენს სამუშაოდ, დღის სინათლეში და ამ სამი საათის განმავლობაში ყველა, ვინც უშუალოდ ეპიცენტრში იყო მოხვედრილი, იყო იდენტიფიცირებული. ასევე დრონების მეშვეობით ხდებოდა ადამიანების იდენტიფიცირება. ხაზგასმით ვამბობ, ყველა, ვინც მოსწყერის ეპიცენტრში იყო, იმავე დღეს იყო ქალაქ ონში ვერტმფრენით გადაყვანილი“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.