logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს - მათ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით
- +

14 აგვისტო. 2023. 21:51

 

ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო თუ არ შეეძლო. მან საკუთარი თვალით ნახა, რა მასშტაბის იყო იქ სტიქია, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ გავრცელებული ინტერპრეტაციის შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, რა თქმა უნდა არავის თავგანწირვაში ეჭვი არავის ეპარება - პირიქით. გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს - მათ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner