logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია
- +

14 აგვისტო. 2023. 23:31

 

გლობალური სისხლის სამართლის სამართალწარმოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბეტ ვან სკაკმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრებენ, ვიდრე ის თანამდებობაზე დარჩება. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვან სკააკმა გაიმეორა თავისი დიდი ხნის თეზისი, რომ აშშ მხარს უჭერს ინტერნაციონალიზებული ტრიბუნალის იდეას, რომელიც იქნება უკრაინის სასამართლო სისტემის ნაწილი.

თუმცა, მისი თქმით, ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ გადალახავს, ​​სანამ ის თანამდებობაზე რჩება.

ვან სკააკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს არ დააპატიმრებენ, სანამ ის რუსეთში უმაღლეს თანამდებობას იკავებს.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება უცხოური სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობის ქვეშ, მაშინ დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური", - აღნიშნა მან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაიწყოთ გამოძიება, მოამზადოთ ბრალდებები მის და სარდლობის ჯაჭვის სხვა პირების მიმართ".

ვან სკააკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს პუტინის მიმართ გამოძიება, სანამ ის ხელისუფლებაშია და მზად უნდა იყოს სწრაფად იმოქმედოს, თუ რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციები დაიწყება და ის დაკარგავს თავის პოზიციას და იმუნიტეტს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner