logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: როგორც შოვი ჩაახრჩო აზვირთებულმა ტალახმა, ისე ახრჩობს საქართველოს სიძულვილის და სიბინძურის ტალახში ნაცმოძრაობა და მის ირგვლივ შემოკრებილი ქართული ოპოზიცია
- +

15 აგვისტო. 2023. 10:20

 

 

"ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ და ამდენი არ გესმით," - ასე მიმართავს სოციალური ქსელის მეშვეობით "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

 

ჩიბურდანიძის თქმით, "ნაცობა" არა მხოლოდ სირცხვილია, არამედ, სასჯელიც არის ამ ადამიანებისთვის.

 

"მოკლედ, ვკითხულობ ირაკლი კობახიძეზე კომენტარებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, სასჯელია!!!

 

ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ და ამდენი არ გესმით. ან საიდან უნდა იცოდეთ, ეკლესიაში თქვენ არ დადიხართ, ღმერთის თქვენ არ გწამთ და ცოდვის შიში საიდან უნდა გქონდეთ?

 

როგორც შოვი ჩაახრჩო აზვირთებულმა ტალახმა, ისე ახრჩობს საქართველოს სიძულვილის და სიბინძურის ტალახში ნაცმოძრაობა და მის ირგვლივ შემოკრებილი ქართული ოპოზიცია.

 

როგორ არ გეშინიათ? შვილები ხომ გყავთ? თქვენს შვილებს რას ერჩით? რატომ ჰკიდებთ ამხელა ცოდვას? ხომ იცით, რომ ამქვეყნად ყველა დროებით არის...

 

საბოლოოდ დავრწმუნდი, ნაცებმა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე. თუ ვინმეზე და რამეზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ეს არის ნაცმოძრაობის საქმიანობის შესწავლა. თუმცა, რაღა შესწავლა უნდა, მათ ღალატზე და ბოროტებაზე ფაქტები მეტყველებს.

 

‼️დაიმახსოვრეთ, ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, საშვილთაშვილო სასჯელია!" - წერს ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner