logo_geo
eng_logo
საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
- +

15 აგვისტო. 2023. 12:48

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. თავდაცვის ძალების ნაკრები გუნდის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა გააცილა და მორაგბეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

 

თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.

 

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი მიიღებს - საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თავდაცვის ძალების ნაკრები პირველ თამაშს 19 აგვისტოს ესპანეთთან გამართავს; გუნდი 23 აგვისტოს დიდ ბრიტანეთს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა.

 

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს თავდაცვის ძალები მესამედ იღებს მონაწილეობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner