logo_geo
eng_logo
კობა კობალაძემ გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
- +

6 სექტემბერი. 2016. 22:30


 

„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა. კობალაძემ ამომრჩევლებს ნდობა აღუთქვა და გვერდით დგომას დაჰპირდა.


„პირველ რიგში, ჩვენ ვხსნით საარჩევნო მარათონის დაწყებას. ჩვენი სლოგანი, რა თქმა უნდა, არის ერთი „ძლიერი ოჯახი, ძლიერი ქვეყნის საწინდარია". ვპირდები მოსახლეობას, რომ დაწყებულ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე",- განაცხადა კობალაძემ.

 

„ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც უჭერენ. მსახიობი გიორგი გურგულია კობა კობალაძეს წარმატებას უსურვებს. ამომრჩევლებთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს  მსახიობი ბესო ბერულაშვილი და მომღერალი ზურა დოიჯაშვილიც შეხვდნენ.


„კობა არის წესიერი, ვაჟკაცი, კარგი მეგობარი და თავის სიტყვის კაცი. მოსახლეობას ყველაფერს, რასაც დაჰპირდება შეასრულებს. იმედი მაქვს კობას აირჩევენ და დარწმუნდებიან მისი სიტყვის სიმტკიცეში",- განაცხადა გურგულიამ.

 

„იმედი მაქვს „ქართულმა ოცნებამ" უნდა გვიშველოს. ისეთ სისტემაში ვმუშაობდი, რომ სასწაულად დაჩაგრულები ვიყავით არ გვქონდა შვებულება, დასვენება. ახლა ყველაფერი გვაქვს, რომ ვიარსებოთ, ვიცხოვროთ და დავისვენოთ",-განაცხადა გლდანის მკვიდრმა თინა მეგრელიშვილმა. 


„ღმერთმა ქნას, რომ  ქვეყნის სათავეში, პარლამენტში კობა კობალაძის მსგავსი პატიოსანი ადამიანები იყვნენ",- განაცხადა ზურა დოიჯაშვილმა.

„ყველამ იცის, კობა კობალაძემ როგორი ღირსეული ცხოვრებით დაგვამახსოვრა თავი ბრძოლის ველიდან დაწყებული თავისი შემართება და შეუპოვრობა მერე საკრებულოში გადმოიტანა. იმედი მაქვს, საპარლამენტო ცხოვრებას დაიწყებს. ასეთი სიტყვის კაცები უნდა იყვნენ პარლამენტში. ყველამ მაგალითი კობა კობალაძისგან აიღოს",- განაცხადა ბესო ბერულაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner