logo_geo
eng_logo
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იაპონიის ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
- +

15 აგვისტო. 2023. 14:37

 

 

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მხარეებმა დაადასტურეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და გაცვალეს მოსაზრებები კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.

 

ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ტურიზმის, ბიზნესურთიერთობების განვითარების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner