ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გულმა არ მომითმინა, ეს პოსტი არ დამეწერა. რა ვქნა, არ მიყვარს როცა ვინმეს უსა მართლოდ ათრევენ, თუნდაც ეს ვინმე ძალიან ოდიოზური პერსონა იყოს! გუშინ საღამოდან წალეკა მედია და სოცქსელები ირაკლი კობახიძის ლანძღვამ... როგორც არ უნდა გაიგოს მავანმა ჩემი ეს პოსტი, მაინც უნდა დავწერო... ალბათ, გრძელი გამოვა... ვიდეოს ჩაწერასაც ვაპირებდი, მაგრამ იმდენად ფაქიზი თემაა, რომ ვიდეოში რამე დეტალი შეიძლება ლაპარაკის დროს გამოგრჩეს და მერე იმას ვერ ჩაასწორებ... ამიტომ, ისევ ასე ტექსტუალურად ვაბჯობინე! ვინც გაუძლებს წაიკითხოს... და კიდევ ერთიც - ვინც ბოლომდე არ წაიკითხავს, კომენტარსაც ნუ დატოვებს! ტრაგედიაა საშინელი და ხმას არ ვიღებდი ამაზე, მაგრამ ფაქტია, ჯერ კიდევ 6 თუ 7 აგვისტო იყო, როდესაც დედაჩემი მობილურში უყურებდა და უსმენდა რაღაცას და მეც მესმოდა... ვისმინე ლამის ნახევარი საათი, ტიპი რომ ყვებოდა საკუთარ თავზე როგორი "გმირი" იყო, როგორ ამოათრია ბავშვი, რომელიც ყურებამდე ტალახში იყო ჩაფლული, მერე როგორ იარა რამდენიმე ასეული მეტრი წელამდე ტალახში... ალალად ვამბობ, გავღიზიანდი და დედაჩემს ვუთხარი - რეებს უსმენ, ვინაა ეგ, რა უაზრო სისულელეს ყვება, რაღაცას ძალიან აჭარბებს მეთქი...
მაშინვე მომჭრა ყური ფრაზებმა - "დახმარებას ველოდით და არავინ ჩანდა" "სამი საათი ვებრძოდით სტიქიას..." - რავიცი, მაშინვე მომეჩვენა, რომ ამ ტიპს, გარდა საკუთარი "გმირობისა" იმის დახატვაც უნდოდა, როგორი უმოქმედო ა მთავრობა და ხელისუფლება... ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ვინმემ არ თქვას კობახიძის ნარატივს აჰყვაო! უბრალოდ, მეთქი იყოს, იმარიაჟოს ტიპმა, რაც რეალურად გააკეთა, ასმაგად გაბერილი წარმოაჩინოს, ჯანდაბას, მთავარია რომ გადარჩნენ - თქო... მაგრამ გუშინდელის მერე მართლა მინდა ვთქვა, ხალხო, ოდნავაც არ ფიქრობთ, ისე ჰყვებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟებს? რა თქვა კობახიძემ? მას ჟურნალისტმა აჩვენა კონკრეტული რუკა და უთხრა, რომ იმ კაცმა ბავშვით ზურგზე აი, ეს კონკრეტული მარშუტი გაიარა... რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ მაგ მარშუტის გავლა იყო შეუძლებელი და ეს არის გადასამოწმებელი. ამ სიტყვაზე, "გადასამოწმებელი" ატყდა ერთი ირონია და ამბავი... მეგობრებო, კობახიძეს არ უთქვამს, რომ იმ კაცის იქ ყოფნა, ან მის მიერ ტალახში გარკვეული მანძილის გავლა არის გადასამოწმებელი. მან თქვა - კონკრეტულად ის მარშრუტი, რომელიც იმ ჟურნალისტმა აჩვენა რუკაზე არის გადასამოწმებელი და ამაში არაფერია საირონიო, ან აღმაშფოთებელი... ახლა რაც შეეხება დანარჩერნს - "ბავშვი ყურებამდე იყო ჩაფლული, მხოლოდ სახე მოუჩანდა... ამოვიყვანე ბავშვი ტალახიდან"... ხალხო! ყურებამდე არ გინდათ და, წელამდე ჩასვით ბავშვი სველ, ატალახებულ, დამძიმებულ მიწაში და სცადეთ მისი ამოყვანა! (არ ქნათ - ან დაღლისგან გული წაგივათ, ან ბავშვი გაიგლიჯება შუაში!). "სამი საათი ვებრძოდით სტიქიას, ყელამდე ტალახში ჩაფლულები, ველოდით ვერტმფრენის გამოჩენას, მაგრამ არ გამოჩნდა..." ყელამდე არ მინდა და თქვენგან (ვინც ახლა აპირებთ მლანძღოთ და მაგინოთ სიმართლისთვის!) რომელიც თუნდაც სამ ნაბიჯს გადადგამს წელამდე ტალახში, ჩემი ხელით დავკიდებ მედალს! მოყოლილხართ როდესმე თუნდაც მუხლა მდე ტალახში? სადმე ჩამოშლილ სველ მიწაში ჩაფლულხართ? მე კი! ჩემს დედულეთში საჭამიასერში ორჯერ ჩავეფალი, ერთხელ წელამდე, ერთხელ მუხლამდე... ორი საათი უბრალოდ ტალახიდან ტანის ამოტანაზე ვიწვალე! არათუ კიდე ასეული მეტრები გამევლო იქ! ჩემს შემთხვევაში, საბედნიეროდ, მიწის ჩამოშლა იყო ძალიან ლოკალური და მაქსიმუმ 7-8 მეტრის რადიუსზე იყო მიწა ჩამოშლილი... სველი მიწის დარტყმამ ფეხი კინაღამ მომტეხა და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი სიჩქარით მოწყვეტილი და იმხელა მასა რას უზამდა ბავშვს, გინდაც კაცს, მართლაც რომ ისეთ ნაკადში მოხვედრილიყვნენ, რომელიც ადამიანს ყელამდე, ან თუნდაც წელამდე ფარავს! ძვალი არ შერჩებოდათ მთელი, არათუ მერე კიდე იმოძრავებდა ზურგზე შესმული ბავშვით... რეალურად, (ფოტოებზეც ასე ჩანს!) ეს ადამიანი მოჰყვა სტიქიის განაპირას (მადლობა ღმერთს!) და შემდეგ, რადგან ბავშვის დედა სხვა მხარეს აღმოჩნდა, გადაწყვიტა გადაეყვანა ეს ბავშვი იქით და მაქსიმუმ კოჭებამდე ტალახში იარა... სიმართლე რომ ითქვას, ეს არასწორი საქციელი იყო, რადგან ამით კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეუქმნა ბავშვს! ჯობდა იქვე გაჩერებულიყო და დალოდებოდა მაშველს (როგორც იმავე ფოტოზე სხვა ხალხი იქცევა). მაგრამ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სტიქიაში მოყოლილმა
ადამიანმა, უბრალოდ ვერ გაიაზრა რასთან ჰქონდა საქმე და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მერე კი, "გმირობით" გაბრუებულს, აღარ ეთმობა ეს "გმირობა"... საერთოდ, მაგრად გვევასება რა ეს "გმირები" და მერე ვიცავთ კბილებით, აი, ამას ვერ გავცდით ვერაფრით! რომ გაიძახით, კობახიძის განცხადებაა დამპლობა და გულისამრევიო, მე უფრო მეტად გულისამრევი მგონია სტიქიას გადარჩენილი ადამიანების საუბრის გამოყენება გარკვეული პოლიტიკური მიზნებით! განსაკუთრებით მამა, რომელსაც სტიქიის ზონაში სამი შვილი ჰყავს ჩარჩენილი და ანგარიშმიუცემლად გაიძახის - "სად არიან ვერტმფრენები? ჩარჩეს ის სამი ბავშვი იქ? არ გჭირდებათ ცოცხალი?" - აი, ამის ტრიალი იმის დასამტკიცებლად, რომ სამაშველო ღონისძიებამ დაიგვიანა - არის არაადამიანობა და გულისამრევი! გამწარებულ, გონბებაარეულ ადამიანს ჰგონია, რომ ვერტმფრენები უშველიან მის შვილებს და რაღაცას ლაპარაკობს სრულიად გაუაზრებლად - ეს როგორ უნდა გამოიყენო რაღაც მიზნებისთვის თუ მართლა დამპალი არ ხარ? კობახიძეს არ უნდა ეთქვაო, რომ გაიძახით, რა, კობახიძე გამოვიდა და საკუთარი ინიციატივით თქვა ეგ? ჟურნალისტმა დაუსვა ინტრიგნული შეკითხვა - "კაცი ბავშვით სამი საათი ებრძოდა სტიქიას და ელოდა მაშველს, რატომ არ იყო მაშველი?" - თქვენი აზრით, რა უნდა ეპასუხა კობახიძეს - "კი, მართალი ხართ, სამი საათი სტიქიას ებრძოდა კაცი და ბავშვი და ჩვენ სულ ფეხებზე გვეკიდაო?" - კობახიძე იძულებული გახდა ეპასუხა ის, რაც უპასუხა! და რაც მთავარია, გუშინ კიდევ მოვუსმინე მაგ "გმირი ბიძის" კომენტარებს და ტიპი ცდილობს, კობახიძის მიერ კონკრეტულად მის შესახებ გაკეთებული განცხადება, განავრცოს და დახატოს, რომ თითქოს კობახიძემ ეს თქვა ყველა გადარჩენილის შესახებ - "ესე იგი, რას გვეუბნებიან ამით გადარჩენილ ადამიანებს? შეურაცხყოფას გვაყენებენ ყველა ჩვენგანს"... არადა, ის "ყველა" იმ ფოტოზე უბრალოდ სხედან ამ საშინელი სტიქიის განაპირას და ელოდებიან მაშველებს... არც შემდეგ გამიგია, რომ 200-ზე მეტი გადარჩენილიდან, ვინმეს ხმა ამოეღოს და ეთქვას - სტიქიას ვებრძოდით სამი საათი და არავინ დაგვეხმარაო... ცუდია, როდესაც ადამიანი სხვების გარევას ცდილობს... ეს რაღაცაზე მიანიშნებს... ჰო და კიდევ ის - ჩვენ რომ სტიქიას ვებრძოდით, კოტეჯების მხრიდან ჯერ კიდევ ისმოდა ადამიანების ხმებიო... თბილისში 13 ივნისის ღვარცოფის სიახლოვეს მოვყევი და საიდანღაც ადამიანების ხმები კი არა, ჩემი შვილი მედგა ზუსტად 2 მეტრში ჩემგან და მისი ყვირილიც კი არ მესმოდა!არადა ვუყურებდი, რომ რაღაცას მიყვიროდა, ხმის მოწვდენას ცდილობდა... ვინმე იკითხავს, აბა, რაში სჭირდებათ ამდენი ტყუილიო? მაგ ტიპის პოსტი ვნახე გუშინ - "მე ვუყვარვარ ყველას და შენ, კობახიძევ, არავის არ უყვარხარო" - რავიცი, ეს სიტყვები მე პირადად, გარკვეულ შთაბეჭდილებას მიქმნის ამ ადამიანის ფსიქოლოგიაზე... ევასება ტიპს "გმირობა" და მოსწონს რომ "ყველას უყვარს"... ხიბლშია ადამიანი და არ მოწონს, რომ ვინმემ რაღაც სხვა თქვა... არსებობენ ასეთი ადამიანები... ზოგადად კი, "გადარჩენილებით" ვაჭრობა ძალიან ცუდი ამბავია! ასეთ საშინელებაში მოყოლილ ადამიანს, ბევრი რამე შეიძლება ეგონოს, მაგალითად, შეიძლება ფიქრობდეს, რომ ვერტმფრენი გადაარჩენდა, ან ეგონოს რომ სამი საათი გავიდა მაშველის მოსვლამდე და რეალურად 30 წუთი იყოს გასული და ა.შ. "სტიქიისგან გადარჩენილები ამბობენ" - აი, ამ ფრაზის გამოყენება პოლიტიკური ქულებისთვის, არის ყველაზე ამაზრზენი! ჯერ ერთი "გადარჩენილები" არ არის ერთი კაცი და მეორეც, სტიქიაში რომ მოყვა ადამიანი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მისი აზრი სამაშველო ოპერაციის შესახებ კომპეტენტურია! დაბოლოს - ზუსტად იგივეს დავწერდი ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში - სააკაშვილის შემთხვევაშიც, შევარდნაძის შემთხვევაშიც და სხვა ნებიმისმიერის! სიმართლე აუცილებელია! გაფრთხილება! - ძალიან ფაქიზი თემაა და ვინც ამას ჩემგან გააზიარებთ, ყურადღება მიაქციეთ და ვიღაცა თუ შემოხტება უხამსი კომენტარებით, წაუშალეთ! თუ ამის კონტროლი არ შეგიძლიათ, მაშინ არ გააზიაროთ ეს პოსტი! მადლობა...
მიყვარხართ... მშვიდობის დილა“, - წერს ბაკურ სვანიძე.