logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორი მცირეა მათი საარჩევნო რესურსი. აქედან გამომდინარე, რევოლუციას ეპოტინებიან
- +

15 აგვისტო. 2023. 17:13

 

 

რიგგარეშე არჩევნები სამართლებრივად ვერ ჩატარდება, რადგან რიგითი არჩევნები ახლოვდება, ასევე რიგგარეშე არჩევნების არანაირი პოლიტიკური წინაპირობა არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

ამით ის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები. მეორეა, რეგულარულ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან უნდა გაყარო, ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის“.

 

ოპოზიციამ და კონკრეტულად „ზურაბ გირჩმა ჯაფარიძემ“ იცის, რომ არჩევნების გზით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მოპოვების არანაირი შანსი არ აქვს. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორი მცირეა მათი საარჩევნო რესურსი. აქედან გამომდინარე, რევოლუციას ეპოტინებიან. არც რევოლუციის თავი აქვთ, რადგან რევოლუციას მარტო რევოლუციასა და სისხლს მოწყურებული ადამიანები კი არ ჭირდება, რევოლუციას სჭირდება მასა. ხალხი რევოლუციას არ ელოდება, მით უმეტეს ამ გაცხელებული ტვინების იმედად ყოფნა ქართველ ერს არ სურს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჭიქაში ქარიშხლის შექმნის იმიტაციაა. ოპოზიციის წარმომადგენლებს ის ცოდვა არ მოუნანიებიათ, რაც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინეს, ამიტომ უნდათ, რომ ყველანი თავიანთი ცოდვის თანაზიარი გახადონ. ეს არის მთელი მათი ქცევის მორალი და ფილოსოფია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner