logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: პარლამენტში მოსვლის პრობლემა ვახტანგ გომელაურს არასდროს არ ჰქონია - არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას" პასუხი არა აქვს, უბრალოდ ეს ხალხი ტრაგედიებით იკვებება
- +

15 აგვისტო. 2023. 18:15

 

 

არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას" პასუხი არა აქვს - უბრალოდ, ეს არის ხალხი, რომელიც ტრაგედიებით იკვებება და სურს, საკუთარი დღის წესრიგი სწორედ ტრაგედიებსა და ომებზე ააგოს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ჯამში, რაც „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მინისტრი მოდიოდა პარლამენტში, ამ ხელისუფლების პირობებში ერთი თვის განმავლობაში მოდის.

 

რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებით და ტრაგედიებით. თუ ომი და ტრაგედია არაა, ისე არავის არ ახსოვს ეს ხალხი და ეს თვითონაც კარგად იციან. როგორც კი, სამწუხაროდ ტრაგედია მოხდება, უნდათ, რომ ქვეყანაში რამენაირად ომის იყოს. ამ შემთხვევაში გაცოცხლდებიან ხოლმე და ამბობენ რომ ახლა ჩვენ უკანონოდ უნდა დავამხოთ ხელისუფლება და ა.შ... ესაა მათი სტილი. აქედან გამომდინარებს იმ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც. სხვათა შორის, უკვე თავად ოპოზიციაში არაა ერთიანი პოზიცია.

 

თავად ის ფაქტი, რომ ჯერ არც იციან, რა საფუძველი შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაშინ, როდესაც მოკვლევა დაწყებულია და უწყების ხელმძღვანელობამ ეს განაცხადა, ბუნებრივია, რომ მათ ერთადერთი არგუმენტი აქვთ - ეს არის მათი მხრიდან გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრს არაფერი არ აქვს დასამალი. ის და მისი უწყება ძალიან მაღალ დონეზე იდგა და დგას. პარლამენტში მოსვლის პრობლემა ვახტანგ გომელაურს არასდროს არ ჰქონია. ჯამში, რაც „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მინისტრი მოდიოდა პარლამენტში, ამ ხელისუფლების პირობებში ერთი თვის განმავლობაში მოდის. ამიტომ, ასეთ სპეკულაციებს უნდა დაანებონ თავი “, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს. პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში წერილი უკვე დაარეგისტრირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner