logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებით და ტრაგედიებით
- +

15 აგვისტო. 2023. 18:39

 

 

“რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებით და ტრაგედიებით. თუ ომი და ტრაგედია არაა, ისე არავის არ ახსოვს ეს ხალხი და ეს თვითონაც კარგად იციან”, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე ოპოზიციაში ერთიანი პოზიცია არაა.

 

“სამწუხაროდ, როგორც კი ტრაგედია მოხდება, უნდათ, რომ ქვეყანაში რამენაირად ომის იყოს ამ შემთხვევაში გაცოცხლდებიან ხოლმე და ამბობენ რომ ახლა ჩვენ უკანონოდ უნდა დავამხოთ ხელისუფლება და ა.შ... ესაა მათი სტილი. აქედან გამომდინარებს იმ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც, რომელზეც სხვათა შორის, უკვე თავად ოპოზიციაში არაა ერთიანი პოზიცია.

 

თუ ჰგონიათ, რომ საგამოძიებო კომისიის წევრები ან პროკურორებად გადაიქცევიან, ან სხვა უფლებამოსილებები ექნებათ, ვიდრე ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრებს აქვთ, ესეც მათი უცოდინარობის პრობლემაა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner